კომპანიის შესახებ
ავიაკომპანია “ SKYGEORGIA “–ს გენერალური დირექტორი გიორგი კოდუა.
ავიაკომპანიის მუშაობას ერთგვარ კონტროლს სამეთვალყურეო საბჭო გაუწევს. საბჭო პირველად 2008 წლის 4 ნოემბერს შეიკრიბა და წევრები არიან:
გიორგი კოდუა---- სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
“ნაციონალური ავიახაზების ერთ-ერთი დამფუძნებელი.
გიორგი ჭანტურია ---- საზოგადოებრივი არხის გენ. დირექტორი
დიმიტრი გაბუნია ----- ადვოკატი
სამეთვალყურეო საბჭოს სხდომები ტარდება თვეში ერთხელ, სადაც ხდება გამოცდილების გაზიარება და კონსულტაციები რათა ახალი ბრენდი მუდმივად სიახლეების რეჟიმში მუშაობდეს.
SKYGEORGIA – ს და სამეთვალყურეო საბჭოში შემავალ ყველა კომპანიას საქმიანი თანამშრომლობა აქვთ. თუმცა ეს რა თქმა უნდა არავითარ შემთხვევაში არ გამორიცხავს სხვა დანარჩენ კომპანიებთან ასევე მეგობრულ და პარტნიორულ თანამშრომლობას.
აქვე გაცნობებთ, რომ კომპანიაში ჩატარდა მფრინავების გადამზადების კურსები და ასევე მიმდინარეობს უსაფრთხოების მკაცრი კონტროლი. რასაც მოწვეული, სერბი ეროვნების, საფრენოსნო ტექნიკური დირექტორი, კაპიტანი ცვეტკო მარინკოვიჩი ხელმძღვანელობს.
და რაც ყველაზე მთავარია!!!
ავიაკომპანიის საქმიანობით უცხოელი ინვესტორები არიან დაინტერესებული.
რაც ხდება კიდეც, მათი მხრიდან კომპანიის აქციათა გარკვეული პაკეტის შესყიდვის საფუძველი.
საქართველოში შემოსული უცხოური ინვესტიცია კი, კომპანიის ფინანსური სტაბილურობის გარანტიაა რაც აისახება კიდეც ფრენების უსაფრთხოებასა და მგზავრთა კომფორტზე.
სწორედ ინვესტორების მოთხოვნით შეიცვალა სერვისი მთლიანად.
კომპანიამ გააფართოვა სააგენტოების ქსელი, სადაც მგზავრებს მაღალ კვალიფიციური მოლარე ოპერატორები ემსახურებიან. აგრეთვე განსხვავებულია მომსახურეობა ავიაკომპანია “SKYGEORGIA ” – ს ბორტზე. ჩვენს მგზავრებს სხვა ქართული ავიაკომპანიებისაგან განსხვავებულ მომასახურეობას უწევენ, რაშიც ჩვენს ბორტზე მოხვედრის თანავე დარწმუნდებით.
და ბოლოს ვიმედოვნებთ, რომ ავიაკომპანია “ SKYGEORGIA ” ამიერკავკასის სივრცეში მართლაც ლიდერი კომპანიაა და სწორედ ავიაკომპანია “ SKYGEORGIA” დაუბრუნებს საქართველოს თავის ისტორიულ ფუნქციას. რადგან კომპანიის მიერ დაგეგმილი მიმართულებები იმ ისტორიული აბრეშუმის გზის შესაბამისია რომელსაც აზიიდან ევროპაში გასასვლელ დერეფანს უწოდებენ.
ასე რომ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ბორტზე ქართულ–ამერიკული ავიაკომპანია “ SKYGEORGIA ” საუკეთესო დროს, საუკეთესო ფასად მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გადაყვანას გპირდებათ. იფრინეთ ჩვენთან ერთად ყველაზე უსაფრთხოდ და ყველაზე კომფორტულად.
ჩვენი ცა უსაზღვროა.
|