უფასო ბარგი
ავიაკომპანია"SKY GEORGIA"-ის რეისებზე დასაშვები ბარგის უფასო გადაზიდვის წონა შეადგენს 30 კგ ბიზნეს კლასის მგზავრებისათვის და 20 კგ ეკონომ კლასის მგზავრებისათვის. თითოეული მგზავრისათვის დაშვებულია 5კგ-მდე წონის ერთი ერთეული ხელბარგის ატანა თვითმფრინავის ბორტზე. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართ ავიაკომპანიის წარმომადგენლობებს ან თანამშრომლებს.

დამატებითი უფასო ბარგის სხვა სახეობები
საერთაშორისო რეისებზე დამატებით ხელბარგად ითვლება და უფასო გადაზიდვას ექვემდება: 1 ქოლგა ან ხელჯოხი, პალტო ან მოსასხამი, 1 ხელჩანთა, 1 მცირე ზომის კამერა, 1 ბინოკლი, საკითხავი მასალა შეზღუდული რაოდენობით, ბავშვის საკვები ან საბავშვო ეტლი. შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების პირებს, უფასო ნორმატიულ ბარგთან ერთად უფლება აქვთ ბორტზე აიტანონ ინვალიდის ეტლი, რომლის წინასწარ რეგისტრაციაა საჭირო.
ზენორმატიული ბარგი
ბარგი, რომლის წონა აჭარბებს უფასო ბარგისათვის დაშვებულ ნორმას, ითვლება ზენორმატიულად და ექვემდებარება დაბეგვრას. გადასახადი ზენორმატიულ ბარგზე იანგარიშება ეკონომ კლასის ერთი მიმართულების ტარიფიდან ყოველ ზენორმატიულ კილოგრამზე. ზენორმატიული ბარგის გადაზიდვისათვის ავიაკომპანიას გააჩნია სპეციალური გადახდის სისტემა თითოეული რეისისთვის ერთ სეგმენტზე. დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაუკავშირდეთ "SKY GEORGIA"-ის ოფისს ან ავიაბილეთების რეალიზატორ სააგენტოებს.
სპეციალური ბარგი
სპეციალური ბარგის კატეგორიაში შედის შემდეგი ნივთები: თხილამურები, ველოსიპედი, სერფინგის დაფა.
ბარგისა და მგზავრების უსაფრთხოება
განსაკუთრებულ წესებს ემორჩილება ცხოველების, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღისა და სხვა სახის სახიფათო ტვირთის გადაზიდვას. სახიფათო ტვირთში შედის: ფეთქებადსაშიში ნივთიერებები, საბრძოლო აღჭურვილობა, პეტარდები, მსუბუქი საწვავი, ბუტანზე მსუბუქი საწვავი ნივთიერებები, ბუტანი, ქლორი, პეროქსიდები, ელემენტები, აკუმულატორები, მჟავები და სხვა სახის კოროზიული ნივთიერებები, შხამ-ქიმიკატები და დამაგნიტებული, დამუხტული ნივთიერებები. აკრძალულია ასანთისა და სანთებელას შენახვა ბარგში. აკრძალულია ბორტზე, ხელბარგთან ერთად ცივი იარაღის, მათ შორის ჯიბის დანების ატანა, ისინი უნდა შემოწმდეს ბარგთან ერთად.
ელექტრო ნივთები
ელექტრო ხელსაწყოებმა შეიძლება ხელი შეუშალონ თვითმფრინავის უსაფრთხო ფრენას. განსაკუთრებით ეს ეხება გადამცემ / მიმღებ საშუალებებს, სათამაშოებს დისტანციური მართვის პულტით, პორტატულ კომპიუტერს პრინტერითა და უმავთულო მაუსით. აღნიშნული ნივთებით სარგებლობა ბორტზე აკრძალულია. თვითმფრინავის ბორტზე ყოფნისას საჭიროა მობილური ტელეფონის გათიშვა. მგზავრებს შეუძლიათ ბორტზე ისარგებლონ ისეთი ნივთებით, როგორიცაა: ვიდეოკამერა, პორტატული მაგნიტოფონი ყურმსმენით, პორტატული კომპიუტერები ზემოთ აღნიშნული აქსესუარების გარეშე, იმ შემთხვევაში, თუ ტაბლო „შეიკარით უსაფრთხოების ქამრები" გამორთულია. გთხოვთ ყოველთვის დაიცვათ ბორტგამცილებელთა ინსტრუქციები. დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ "SKY GEORGIA" -ის ოფისში.
ცხოველების გადაყვანა
ცოცხალი ცხოველების გადაყვანა შესაძლებელია მხოლოდ მათთვის განკუთვნილი სპეციალური კონტეინერებით, საკმარისი სავენტილაციო ღიობებითა და გამძლე ფსკერით. "SKY GEORGIA" -ს აქვს უფლება მიოთხოვოს ვეტერინარის თანხმობა ცხოველის გადაყვანის ან მისი კონტეინერში მოთავსების თაობაზე, თუ მისი გამოყენება აუცილებელია. მგზავრმა წინასწარ უნდა მოახდინოს ავიაკომპანიის ინფორმირება ცხოველის გადაყვანის შესახებ ავიაბილეთის დაჯავშნისას.
|