ბარგთან დაკავშირებით ყველა პრეტენზია განიხილება ვარშავის კონვენციისა და მისი დამატებების თანახმად, რომლებიც ადგენენ აღნიშნულ პრეტენზიებთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობის ლიმიტს ავიაკომპანიისათვის. ბარგი (და მისი შემადგენლობა) ფასდება წონის და არა მისი ღირებულების მიხედვით. კომპენსაცია დაკარგულ ბარგზე გაიცემა მაქსიმუმ 20 ა.შ.შ. დოლარი ბარგის ყოველ 1კილოგრამზე, ბარგის აღნუსხვის ფორმაში მითითებული ნივთების საფუძველზე. იგივე წესი ვრცელდება დაზიანებულ ბარგზე და მის შემადგენლობაზე. ყველა საპრეტენზიო საკითხზე პასუხისმგებლობა ეკისრება - საბოლოო გადამზიდველს.
გთხოვთ, თქვენივე ბარგის უსაფრთხოების მიზნით ნუ მოათავსებთ რეგისტრირებულ ბარგში შემდეგ ნივთებს: მსხვრევად, მალეფუჭებად, ძვირფას საგნებს და მეტალებს; პირად და საქმიან დოკუმენტებს; საკონფერენციო მასალებს და სხვადასხვა ნაშრომებს, ფულს და ფასიან ქაღალდებს, ფოტო და ვიდეოაპარატურას, მობილურ ტელეფონებს და ელექტრო მოწყობილობებს. ( ზემოაღნიშნული ნივთების დაკარგვის შემთხვევაში, ავიაკომპანია იხსნის პასუხისმგებლობას მათ ფასეულობაზე).
დაგვიანებული ბარგი
ავიაკომპანია "SKY GEORGIA" ყველა შესაძლო ზომას მიმართავს თქვენი ბარგის ადგილსამყოფელის დასადგენად და მის უმოკლეს დროში დასაბრუნებლად. ამისათვის ავიაკომპანიის დაკარგული და მოძებნილი ბარგის შესაბამისი სამსახურის პერსონალს სჭირდება მაქსიმალური ინფორმაცია თქვენი ბარგის შესახებ. ავიაკომპანია არ იძლევა ინფორმაციას იმ დაგვიანებულ ბარგზე, რომლის ტრანსპორტირება განხორციელდა სხვა გადამზიდავის მიერ. ასეთ შემთხვევაში, დაუკავშირდით შესაბამის გადამზიდველს. ბარგის დაგვიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ავიაკომპანიის წარმომადგენელს ან აეროპორტის საჰენდლინგო აგენტს, რომელიც შეგივსებთ არასწორი გზავნილობის ოქმს. გთხოვთ ბარგის მიღებამდის შეინახოთ: არასწორი გზავნილობის ოქმი, ბარგის საჭდე, ავიაბილეთი,ჩასხდომის ბარათი, ზენორმატიული ბარგის ქვითარი. (წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენზია არ მიიღება).
დაზიანებული ბარგი
ავიაკომპანია "SKY GEORGIA" და მისი პარტნიორი კომპანიები არ იღებენ პასუხისმგებლობას მცირე დაზიანებებზე, გაცვეთილ, მცირედ გაჭუჭყიანებულ ან გაჭრილ ბარგზე. სხვა დაზიანების შემთხვევაში აეროპორტში ჩამოფრენისთანავე უნდა განაცხადოთ დაზიანებული ბარგის თაობაზე ავიაკომპანიის წარმომადგენელთან, მოითხოვოთ დაზიანების ოქმის შევსება და შემდგომ წერილობით მიმართოდ ავიაკომპანიის მომხმარებელთა საპრეტენზიო სამსახურს ბარგის ჩამოსვლიდან არაუგვიანეს 7 დღისა; ბარგის დაგვიანების შემთხვევაში-ბარგის მიღებიდან არაუგვიანეს 21 დღისა.
|