ავიაბილეთი არის ხელშეკრულება, რომელიც ფორმდება მგზავრსა და გადამზიდველს(ავიაკომპანიას) შორის. ხელშეკრულება ძალაშია იმ მომენტიდან, როდესაც მგზავრი შეისყიდის ავიაბილეთს(იგულისხმება ავიაბილეთები ფასდაკლებითაც) და ითვლება შესრულებულად მგზავრის დანიშნულების პუნქტში გადაყვანისთანავე.
გირჩევთ წინასწარ დაჯავშნოთ ბილეთები "SKY GEORGIA" -ას ავიასალაროში ან ტურისტულ სააგენტოში, რომლის საშუალებითაც მოგზაურობთ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მოგზაურობის გეგმა შეიცვალა, გთხოვთ აცნობოთ ამის შესახებ ტურისტულ სააგენტოს ან "ჯორჯიან ეარვეის"-ის ავიასალაროს რათა მან შეცვალოს ან გააუქმოს თქვენი მარშრუტი და თქვენს მიერ დაჯავშნული ბილეთი გადასცეს სხვა მგზავრს.
გამოუცხადებლობის შემთხვევაში "SKY GEORGIA" იტოვებს უფლებას გააუქმოს ყველანაირი ტრანსფერული შეპირისპირება და დასაბრუნებელი ბილეთის ჯავშანი. ავიაბილეთები ძალაშია მოგზაურობის დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში, თუ თქვენ არ შეგიძენიათ ავიაბილეთი ფიქსირებული თარიღით სპეციალური ტარიფის მიხედვით. თქვენი ავიაბილეთი შეიცავს ზუსტ ინფორმაციას მოქმედების ვადების შესახებ. ბილეთის ნაწილობრივ გამოყენების ან გამოუყენებლობის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ მისი საფასურის ნაწილის ანაზღაურება. გამოუყენებელი ავიაბილეთის თანხა ბრუნდება მხოლოდ იმ ქვეყნაში და იმ სააგენტოში, სადაც მოხდა მისი შეძენა. ბიზნეს კლასის, ასევე ეკონომ კლასის წლიური ავიაბილეთები შეიძლება დაბრუნდეს დაქვითვის გარეშე, როგორც რეისის შესრულებამდე, ასევე შემდგომ. რაც უფრო იაფია ავიაბილეთი(დაბალი კლასის დაბალი ტარიფი), მით უფრო მკაცრია მისი დაბრუნების პირობები. ასეთ შემთხვევაში გთხოვთ დროულად დააბრუნოთ ბილეთი.